Deutsches Zentrum für integrative Biodiversitätsforschung (iDiv)
Halle-Jena-Leipzig
 
03.11.2020 | ქართული (Georgian)

ჯავშნიანი ტკიპები, ხოჭოსნარი ტკიპები თუ ხავსის ტკიპები: ორიბატიდების ფანტასტიკური სამყარო

სურათი 1: ორიბატიდული ტკიპების მაგალითები სამეცნიერო სახელებთან ერთად. (A) Suctobelbella sp.; (B) Hoplophorella sp. (ასევე ცნობილია როგორც ყუთის ტკიპა); (C) Palaeacarus sp.-ის დამცავი ჯაგრები; (D) Diapterobates notatus-ის მყარი სხეული სადაც ისრით ნაჩვენებია კბილისმაგვარი სტრუქტურები რომელიც კვებაში ეხმარება; (E) ახალგაზრდა Lepidozetes sp.; (F) ზრდასრული Lepidozetes sp. (დააკვირდით რომ ახალგაზრდა და ზრდასრული ტკიპები არ გვანან ერთმანეთს); (G) ზრდასრული Tyrphonothrus sp. (დააკვირიდით რომ ახალგაზრდა და ზრდასრული ინდივიდები გვანან ერთმანეთს.

სურათი 2: ორიბატიდული ტკიპების მრავალფეროვნება და მათი სამეცნიერო სახელები. (A) Melanozetes crossleyi; (B) Hydrozetes sp. ისარით ნაჩვენებია ლენტიკულუსი- სტრუქუტრა რომელიც ორიბატიდულ ტკიპას ეხმარება სინათლის აღქმაში; (C) Collohmannia johnstoni; (D) Cersella sp.; (E) Nehypochthonius porosus და (F) ახალგაზრდა Eupterotegeaus.

სურათი 3: ორიბატიდული ტკიპები გავრცელებული არიან ბევრ სხვადასხვა გარემოში. (A) ტყე (შვანგაუ, გერმანია); (B) დაჭაობებული ადგილი (მასაჩუსეტსი, აშშ); (C) უდაბნო (არიზონა, აშშ); (D) ხის წვერი (ვანკუვერის კუნძულები, კანადა); (E) ოკეანის სანაპირო (ესპირიტო სანტო, ბრაზილია); და (F) ტბის სანაპირო (ასოფლსკალი ისლანდია).

სქემა 1 (1)- ორიბატიდული ტკიპების ექსტრაქტორის აწყობა

სქემა 1 (2) - ორიბატიდული ტკიპების ექსტრაქტორის აწყობა

Hinweis für die Medien: Die von iDiv bereitgestellten Bilder dürfen ausschließlich für die Berichterstattung im Zusammenhang mit dieser Medienmitteilung und unter Angabe des/der Urhebers/in verwendet werden.

Open PDF in new window.

კარლოსბარეტო*,1  დაზოილინდო1
1 Soil Biodiversity and Ecosystem Function Laboratory, Department of Biology, Biotron Experimental Climate Change Research Centre, Western University, London, ON, Canada

ორიბატიდული ტკიპები არის ცხოველთა ჯგუფი, რომლებიც არიან ობობების, მორიელების და ჩვეულებრივი ტკიპების ნათესავები. თუმცა, ისინი, როგორც წესი, ბევრად უფრო მცირე ზომის არიან (უმრავლესობა <1 მმ) და აქვთ მტაცებლებისაგან უამრავი თავდაცვითი მექანიზმები. ზოგადად, ორბიტიდული ტკიპა ცხოვრობს ნიადაგში და იკვებება სოკოებით, ბაქტერიებითა და ნიადაგის ნაწილაკებით, რაც მათ ძალიან მნიშვნელოვანს ხდის დაშლის პროცესებისთვის. ორიბატიდული ტკიპები ასევე ხელს უწყობენ ნიადაგში ნივთიერებების ცვლას და ნიადაგის ფორმირებას. ორიბატიდული ტკიპები ასევე გვხვდება წყლის გარემოში და ხეების წვეროებზეც კი. ისინი წარმოდგენილია მთელ მსოფლიოში, ტყეებიდან უდაბნოებამდე და ტბებისა და ოკეანეების ნაპირების გასწვრივ. ისინი ხშირად მეზოფაუნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია ნიადაგში და აღწევს პოპულაციის შთამბეჭდავ ზომას - 500 000-მდე ინდივიდს მ2-ზე ტყეებში. ორბატიდული ტკიპების მრავალფეროვნება განსხვავდება მცენარეულობის ტიპების, კლიმატისა და ნიადაგის თვისებების მიხედვით, როგორიცაა ტენიანობა, მჟავიანობა, საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია და მძიმე მეტალები.

ვინ არიან ორიბატიდული ტკიპები?

ორიბატიდული ტკიპები (ფორმალური დასახელება: ქვერიგი Oribatida) არიან ცხოველები, რომლებიც ობობებს, მორიელიებს და ჩვეულებრივ ტკიპებს ენათესავებიან, რადგან მათაც ასევე რვა ფეხი აქვთ (სურათები 1, 2). მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს აქვს გარკვეული შიში ობობების, მორიელების ან ტკიპების მიმართ, ორიბატიდები არ არიან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, უფრო მეტიც, სასარგებლო ცხოველებად განიხილებიან, რადგან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნიადაგის ფორმირებაში და ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ორიბატიდულ ტკიპებს ასევე უწოდებენ ხოჭოსმაგვარ ტკიპებს, ან ჯავშნიან ტკიპებს, რადგან მათ აქვთ მყარი სხეული (ხოჭოების მსგავსად) რითაც მტაცებლებისგან თავს იცავენ (სურათი 1B,D). მათ ზოგჯერ ხავსის ტკიპებსაც უწოდებენ, რადგან დიდი რაოდენობით გვხვდებიან ხავსებში - მცენარეთა სპეციფიკური ჯგუფი რომელიც ნიადაგის ზედაპირთან ახლოს იზრდება.

როგორ გამოიყურებიან ორიბატიდული ტკიპები?

ორიბატიდული ტკიპების უმეტესობა მოყავისფრო ფერისაა, თუმცა სხეულის ფერები მერყეობს მოთეთრო, მოყვითალო და მოწითალო ფერიდან (სურათი 1A, 2D) სრულ შავ შეფერილობამდე. სახეობების უმეტესობაში მამრები და მდედრები ძალიან გვანან ერთმანეთს, თუმცა ახალგაზრდა ინდივიდები იშვიათად გამოიყურებიან ზრდასრულებივით (სურათი 1E–H). მდედრები დებენ კვერცხებს, საიდანაც იჩეკებიან ახალგზრდა ტკიპები (ლარვები) რომლებიც კიდევ დამატებით განვითარების სამ ეტაპს გაივლიან სანამ ზრდასრულობას მიაღწევენ. ზრდის ყოველ ეტაპზე ახალგაზრდა ინდივიდები იცვლიან სხეულის საფარველს რომელსაც ეგზოსკელეტონი (ჯავშანი) ეწოდება.

ორიბატიდული ტკიპების ზოგიერთი სახეობა გამონაცვალ ჯავშანს ინარჩუნებენ მიმაგრებულს სხეულის უკანა მხარეს როგორც გარკვეულ კამუფლიაჟს, მტაცებელი ტკიპებისაგან თავდაცვის მიზნით. მართლაც, მტაცებელი ტკიპები იკვებებიან ორბატიდული ტკიპების ზოგიერთი სახეობით. ორიბატიდული ტკიპები მეტწილად ოვალური ფორმის არიან, თუმცა ზოგიერთი სახეობა ბურთივით მრგვალია როდესაც ფეხებს სხეულზე მიიკეცავენ (სურათი 1B). ყველა ორობატიდულ ტკიპას აქვს თავი, რომელიც დაკავშირებულია სხეულთან, და ფეხები, რომლებიც სხეულის შუა ნაწილზეა წარმოდგენილი. ორიბატიდული ტკიპების უმეტესობას სხეულზე, ფეხების მიმაგრების რეგიონში აქვს მცირე ზომის ხვრელები საიდანაც სუნთქავენ. მათ არ აქვთ ცხვირი ისე როგორც მაგალითად ჩვენ. ამასთანავე, მათ ფეხებზე აქვთ ჯაგრები, რომელთა საშუალებით შეუძლიათ შეგრძნება, დაგემოვნება და ყნოსვაც კი (სურათი 1C,D, 2C). ფეხებზე მათ ასევე აქვთ კლანჭები, ისევე როგორც ჩვენ ფრჩხილები თითებზე (სურათი 1D).

ორიბატიდული ტკიპების უმეტესობას არ აქვთ ნამდვილი თვალები, რის ნაცვლად წარმოდგენილია გარკვეული სტრუქტურები, მაგალითად ლენტიკულუსები (სურათი 2B) რომელთაც შეუძლიათ სინათლის აღქმა. მათ ასევე არ აქვთ ნამდვილი კბილები, რომელთა ნაცვლად წარმოდგენილია ქელიცერები - კბილისმსგავსი სტრუქტურები რასაც კვებისას იყენებენ (სურათი 1D).

ორიბატიდული ტკიპები ძალიან მცირე ორგანიზმები არიან. მათი უმეტესობა 1 მმ-ზე ნაკლები სიგრძისაა (ძირითადად 0.3-0.7 მმ), რაც ადამიანის ორი, გვერდიგვერდ დალაგებული თმის ღერის სიგანეა, თუმცა ზოგიერთი სახეობა შესაძლოა ფანქრის წვერის ზომისაც იყოს. სწორედ ასეთი მცირე ზომის გამო, ამ ორგანიზმებზე დაკვირვებისათვის ლუპა და მიკროსკოპია საჭირო. მიუხედავად იმისა რომ ორიბატიდული ტკიპები მცირე ზომის ცხოველებია და ერთი შეხედვით სუსტ არსებებად გამოიყურებიან, ისინი მრავალი მილიონი წლის წინადაც არსებობდენ, ჯერ კიდევ დინოზავრების გაჩენამდე [1].

პატარა ორიბატიდული ტკიპები ნიადაგში გადაადგილდებიან თავიანთი რვა ფეხის გამოყენებით. იმის გამო რომ ისინი ძალიან პატარები არიან, მხოლოდ რამდენიმე მეტრზე შეუძლიათ გადაადგილება მთელი ცხოვრების მანძილზე. დიდი მანძილზე გადაადგილებისთვის კი, სხვა სტრატეგიებს იყენებენ. ორიბატიდულ ტკიპებს შეუძლიათ მიეკრან სხვა ცხოველებს, როგორიცაა მაგალითად ფრინველები, ბაყაყები, ძუძუმწოვრები და ამ გზით დიდ მანძილებზე გავრცელდენ. გადაადგილების კიდევ ერთი სტრატეგია ქარია. იმის გამო რომ ისინი ძალიან მსუბუქები არიან, შესაძლოა ქარის მიერ იქნან ატაცებული და ამ გზით იმოგზაურონ დიდ მანძილზე. მაგარია არა?

თავდაცვითი მექნიზემები

ორიბატიდული ტკიპები ერთ ან მეტ წელს ცოცხლობენ (ზოგიერთი სახეობა 5 წლამდე) მათ ბუნებრივ გარემოში. იმის გამო რომ ზრდასრულობამდე მისაღწევად დიდი დრო ჭირდებათ, ისინი ბევრ შთამომავლობას ვერ ტოვებენ, და ამავდროულად უნდა მოახერხონ მტაცებლებისაგან თავდაცვა. თავის დასაცავად, ორიბატიდული ტკიპებს აქვთ განვითარებული სხვადასხვა თავდაცვითი მექანიზმები.

ეს დამცავი მექანიზმებია: ჯაგრები რომლებიც ყალყზე დგებიან (ისევე როგორც შეშინებულ კატას ეჯაგრება ბეწვი) (სურათი 1C), შეჯავშნული სტრუქტურები რომლებიც სხეულს ფარავენ როგორც ტანკს (სურათი 1D, 2A), სხეულის დახვევა ბურთივით (სურათი 1B), კამუფლიაჟი, როდესაც სხეულს ნიადაგში არსებული სხვადასხვა სახის ნაწილაკებით, ან გამონაცვალი ეგზოსკელეტონით იფარავენ. ბევრ ორიბატიდულ ტკიპას აქვს სპეციალიზებული დამცავი ჯირკვლები რომლებიც არასასიამოვნო ნივთიერებებს გამოყოფენ მტაცებლების თავდასხმის საპასუხოდ.

რატომ არიან ორიბატიდული ტკიპები მნიშვნელოვანი?

ორიბატიდების ტიპიური საკვები სოკო და ბაქტერიაა. თავიანთი კვების ტიპის გამო, ორიბატიდები არიან ისეთი ეკოსისტემური სერვისისთვის მნიშვნელოვანი, როგორიცაა ნივთიერებათა ცვლა. ტკიპები ღეჭავენ ჩამოცვენილ ფოთლებს რის შედეგად ფოთლების წვრილ ნაწილებად

აქუცმაცებენ. წვრილ მასად დანაწევრებული ფოთლები, შემდეგ მარტივად ასათვისებელი ხდება სოკოებისა და ბაქტერიებისთვის. მას შემდეგ რაც ორიბატიდები შეჭამენ სოკოებს და ბაქტერიებს, ისინი ფოთლებში დაგროვებულ ნივთიერებებს აბრუნებენ უკან ნიადაგში ექსკრემენტების გამოყოფის გზით. ორიბატიდული ტკიპები ნიადაგის კვებითი ქსელის შემადგენელი ნაწილია და მონაწილეობენ ისეთ პროცესებში როგორიცაა მაგალითად დაშლა, რაც ნიადაგის ფორმირებისთვის აუცილებელია.

სად ცხოვრობენ ორიბატიდული ტკიპები?

ორიბატიდული ტკიპები ცხოვრობენ ყველგან, ტყეებიდან უდაბნოების ჩათვლით, ტბების და ოკეანეების სანაპიროებზე ყველა ქვეყანაში (სურათი 3). ისინი მეტწილად ნიადაგში ცხოვრობენ, სადაც ჩვეულებრივ ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან ცხოველთა ჯგუფის წარმომადგენლებს შორის რომელთაც მეზოფაუნას უწოდებენ [2]. ამასთანავე, მათ სხვა ტიპის ჰაბიტატებშიც შევხვდებით, როგორიცაა ხის ქერქი, ხავსები, და სხვადასხვა მცენარის ფოთლის ზედაპირები. ორიბატიდული ტკიპები ნაპოვნია ყველაზე მაღალი ხის კენწეროებზე ისევე როგროც ზოგიერთ წყლის ჰაბიტატში. ისინი თითქმის ყველგან ცხოვრობენ!

მიუხედავად იმისა რომ ორიბატიდული ტკიპების 10000-ზე მეტი სახეობა ცნობილია, გვაქვს საკმარისი მიზეზი ვივარაუდოთ რომ ბევრად მეტი სახეობა არსებობს, რომლებიც ჯერ მეცნიერებისთვის უცნობია. სხვადასხვა ადგილას ორიბატიდული ტკიპების სახეობების როდენობა განსხვავებულია და დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა, მცენარეების ტიპები მოცემულ ადგილას, კლიმატური პირობები, ნიადაგის ტენიანობა, ნიადაგის მჟავიანობა, ნიადაგში საკვები ნივთიერებების რაოდენობა, ნიადაგის დაბინძურება და სხვა. ორიბატიდული ტკიპების სხვადასხვა სახეობები, გარემო პირობების სხვადასხვა კომბინაციას ანიჭებენ უპირატესობას; მაგალითად, ზოგი არჩევს ნიადაგს სადაც ბევრი საკვებია, ხოლო ზოგი საკვებით ნაკლებ მდიდარ გარემოს ირჩევს. გარემო პირობების მიხედვით, ორიბატიდული ტკიპების რაოდენობამ ნიადაგში შესაძლოა მიაღწიოს შთამბეჭდავ რიცხვს - მაგალითად 500 000-მდე ინდივიდს 1 მ2 ტყის ნიადაგში, რაც ნიშნავს 4000-მდე ინდივიდს ერთ მუჭა ნიადაგში! 

როგორ შემიძლია ორიბატიდული ტკიპების ნახვა?

თუ გინდა ორიბატიდულ ტკიპებზე და ნიადაგის სხვა ცხოველებზე დაკვირვება, დაგჭირდება ექსტრაქტორის იმისათვის რომ გამოაცალკეო ცხოველები ნიადაგისგან, და ასევე მიკროსკოპი ან ხელის ლუპა. ჩარჩო I-ში ჩვენ აღვწერთ იმ მასალებს რომელიც დაგჭირდება ორიბატიდული ტკიპების საკუთარი ექსტრატორის დასამზადებლად. ამისათვის უფროსის დახმარებაც დაგჭირდება, თუმცა ზოგადად მარტივია. როგროც კი ნიადაგის ცხოვლებს გამოაცალკევებ, ხელის ლუპით დაათვალიერე რომ ნახე რამდენად განსხვავებულები არიან. თუ მიკროსკოპიც ხელმისაწვდომია, ეს კიდევ უკეთესი! 

პირველ რიგში გადი ეზოში, ან პარკში. ორიბატიდული ტკიპები ქალაქებშიც ცხოვრობენ. ექსტრაქტორისთვის უნდა შეაგროვო ორი ან სამი მუჭა ნიადაგი, ნეშომპალა ან ხავსი (მაქსიმუმ 10 სმ-ის სიღრმეზე). შემდეგ ცოტა მოთმინებაც დაგჭირდება რადგან ნიადაგიდან ორიბატიდული ტკიპების ექსტრაქციისთვის სულ მცირე 3 დღეა საჭირო. ამის შემდეგ კი დროა ექსტრაქტორის აგებაზე გადაერთო!

ბოლოს, თუ გაინტერესებს ნიადაგი და მასში მცხოვრები ორგანიზმები, კიდევ ბევრი აქტივობაა განხილული ბიომრავალფეროვნების გლობალური ატლასის VII თავში [4]. ჰიპერლინკები წიგნებზე, თამაშებზე, ვიდეოებზე და სხვაზე, ყველა ხელმისაწვდომია! წარმატებები!

სქემა 1 - ორიბატიდული ტკიპების ექსტრაქტორის აწყობა

მასალები:

  1. ორიცალი კარდონი
    (დაახლობით 100 x 60 სმ)
  2. 2 მ წებვადი ქაღალდი
  3. სამზარეულოს საცერი
    (დაახლოებით 24 სმ
    დიამეტრის)
  4. ტუალეტის ქაღალდის
    როლიკი - 10 სმ
  5. პლასტმასის სინჯარა
  6. მაგიდის სანათი თბილი ნათების ნათურით ან ჰალოგენის ნათურით (უნდა ათბობდეს)
  7. სკოჩი/წებვადი ლენტი
  8. მაკრატელი
  9. ფანქარი
  10. სტეპლერი
  11. სახაზავი

მეთოდი:

  • დახაზე ნახევარწრე ერთერთ კარდონზე. ნახევარწრეს უნდა ქონდეს 25 სმ რადიუსი. შემოჭერი წრის ირგვლივ მაკრატელით (A). დაფარე კარდონის ორივე მხარე წებვადი ქაღალდით და ამოჭერი მცირე ნახევარწრე შუაში.
  • მოახვიე კარდონი ისე რომ გაკეთდეს ძაბრი და ნაპირები დაასტეპლერე (B). მიღებულ ძაბრს უნდა ქონდეს ხვრელი ძირში - ეს არის გასასვლელი საიდანაც ორიბატიდული ტკიპები და სხვა ცხოველები გავლენ.
  • მიამაგრე ტუალეტის ქაღალდის როლიკი ძაბრის ძირს წებვადი ლენტით (C).
  • გადააკარი მეორე
    კარდონის ქაღალდს
    წებვადი ქაღალდი (D).
    მისგან გააკეთე 25 სმ
    სიგრძის ცილინდრი და
    დაასტეპლერე ნაპირები
    ისე რომ შეიკრას. ეს
    მოგვიანებით
    დაგვჭირდება ძაბრზე
    (ზემოდან)
    დასამაგრებლად.
  • დაადე სამზარეულოს
    საცერი ძაბრს ზემოდან
    ხოლო ცილინდრს
    ბოლოზე (E).
  • გამოიყენე წებვადი
    ლენტი იმისათვის რომ
    ცილინდრი ძაბრს
    მიემაგროს (საცერით
    შუაში) (F).
  • ჩაყარე შეგროვებული ნიადაგის სინჯი საცერში ცილინდრის ზემოდან
  • დადე პლასტმასის სინჯარა ეხქტრაქტორის ბოლოში
  • ბოლლოს დადე მაგიდის სანათი ისე რომ ცილინდრს ზემდოან დაყურებდეს და ჩართე. შუქუ და სითბო აიძულებს ორიბატიდულ ტკიპებს  რომ დატოვონ ნიადაგი და გაძვრენ ქვემოთ საცერში (G).

ლექსიკონი

ეგზოსკელეტონი
გარეგანი ჩონჩხი რომელიც იცავს ცხოველს სხეულს, სხვა სიტყვებით ესაა ცხოველის გარეგანი საფარველი. ორიბატიდულ ტკიპებში ის შეიძლება იყოს ძალიან მყარი.

ლენტიკულუსი
ანატომიური სტრუქტურები რომლებითაც ორიბატიდული ტკიპები აღიქვამენ სინათლეს; მათ ნამდვილი თვალები არ აქვთ.

ქელიცერები
პირის ნაწილები რაც დამახასიათებელი ობობასნაირებისთვის, როგორიცაა ობობები, მორიელები, ტკიპები და ორიბატიდული ტკიპები

ნივთიერებათა ცვლა
ნივთერებების გადაადგილება ცოცხალ ორგანიზმებსა და გარემოს შორის, მათ შორის ატმოსფეროს, ნიადაგასა და წყალში. ორიბატიდული ტკიპები მონაწილეობას იღებენ ნიადაგში, ნვითიერებათა გადამუშავებაში.

დაშლა
დახოცილი მცენარეების და ცხოველების სხეულების დაშლა სოკოების და ბაქტერიების მიერ, რაშიც მათ ორიბატიდული ტკიპები და ნიადაგის სხვა ცხოველები ეხმარებიან.

მეზოფაუნა
ეს ტერმინი ეხება ნიადაგის საშუალო ზომის ცხოველებს. მათი ზომა მერყეობს 0.1-დან, 2 მმ-მდე.

ექსტრაქტორი
ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ორიბატიდული ტკიპების და ნიადაგის სხვა ცხოველების ნიადაგიდან გამოსადევნად. ექსტრაქტორზე ზემდოან მოთავსებული სანათი ათბობს და ანათებს რაც აიძულებს ცხოველებს დატოვონ ნიადაგი.

 

მადლობა

მადლობას ვუხდით დრ. როი ნორტონს და დრ. ვალერიე ბეჰან-პელეტიერს, ჩვენს მასწავლებლებს, მათი რჩევებისთვის. განსაკუთრებული მადლობა კატლინ ლიონს, ვინც დაგვეხმარა ბავშვებისთვიუს გასაგებ ენაზე ტექსტის დამუშავებაში და ასევე ჩვენს ახალგაზრდა მკითხველებს და მათ მასწავლებელებს. ასევე მადლობას ვუხდით მარილა პაულონს ეხტრქტორის აგებისთვის, და დრ. მალტე იოხუმს, ამ ინიციატივაში მოაპტიჟებისთვის.

ავტორების კონტრიბუცია

კარლოს ბარეტომ დაწერა ტექსტი. ზოი ლინდომ დაამუშავა ნახატები და შექმნა ექსტრაქტორის ინსტრუქცია. ლევან მუმლაძემ მომაზადა ქართული ვერსია.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Labandeira, C. C., Phillips, T. L., and Norton, R. A. 1997. Oribatid mites and the decomposition of plant tissues in paleozoic coal-swamp forests. Palaios 12:319–53.
  2. Behan-Pelletier, V. M., and Bissett, B. 1992. Biodiversity of Nearctic soil arthropods. Can. Biodivers. 2:5–14.
  3. Coleman, D., Crossley, D., and Hendrix, P. F. 2004. Fundamentals of Soil Ecology, 2nd Edn. Amsterdam: Elsevier Academic Press, 1–386.
  4. Orgiazzi, A., Bardgett, R. D., Barrios, E., Behan-Pelletier, V., Briones, M. J. I., Chotte, J. L., et al. (Eds.). 2016. Global Soil Biodiversity Atlas. Luxembourg: European Commission, Publications Office of the European Union.

 

რედაქტორი: მალტე იოხუმი, ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული კვლევის გერმანული ცენტრი (iDiv), გერმანია.

ციტირება: Barreto C and Lindo Z (2020) Armored Mites, Beetle Mites, or Moss Mites: The Fantastic World of Oribatida. Front. Young Minds 8:545263. doi: 10.3389/frym.2020.545263

ინტერესთა კონფლიქტი: ავტორები ადასტურებენ რომ კვლევა ჩატარდა ყოვლეგვარი ფინანსური და კომერციული კავშირების გარეშე რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ინტერესთა კონფლიქტთან.

საავტორო უფლებები © 2020 Barreto and Lindo. ეს არის ღია-წვდვომი სტატია რომელიც ექვემდებარება შემოქმედებითი ნამუშევრის ლიცენზიას (CC BY). ნაშრომის გამოყენება, გავრცელება და რეპროდუქცია სხვა ფორუმებზე დასაშვებია იმ პირობებით რომ ავტორები მითითებულია, საავტორო უფლებები დაცულია და ორიგინალური წყარო ციტირებული მიღებული აკადემიური პრაქტიკის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენება, გავრცელება და რეპროდუცქცია არ არის დაშვებული.

 

ახალგაზრდა მკითხველები

იზაბელა, 10 წლის    
გამარჯობა, მე ისაბელა ვარ პორტუგალიიდან. ვარ 10 წლის და მიყვარს კითხვა, წერა და მუსიკა. მყავს სამი კატა და მიყვარს ისტორიის გაცნობა. წარმოდგენა არ მაქვს რა გავხდები მომავალში როცა გავიზრდები. თუმცა ძალიან მიყვარს ბოსტნეული (და ხილი).

მარგარიდა, 12 წლის
მე მქვია მარგარიდა, ვარ 12 წლის და მიყვარს კითხვა, ცოცვა და წერა. ასევე მიყვარს მეცნიერება, განსაკუთრებით კი ყველაფერი რაც ეხება შავ ხვრელებს და წარმოდგენა არ მაქვს რა პროფესიის მინდა გავხდე როცა გავიზრდები. მე ასევე ძალიან მიყვარს ბიოლოგია.

ავტორები

კარლოს ბარეტო      
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში კარლოსი მიხვდა რომ მას ძალიან მოსწონდა ცხოველები. სკოლაში სწავლის პერიოდში, მეცნიერება მისთვის ყველაზე საინტერესო საგანი იყო. მოგვიანებით ამიტომაც გადაწყვიტა ისეთი რამის კეთება რაც მეცნიერებას და ცხოველებს - ორივეს უკავშირდებოდა. პირველდ ვეტექიმობა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამის შემდეგ მან ეკოლოგიბა გადაწყვიტა და შემდეგ უკვე სულ ცხოველთა ეკოლოგიის კვლევითაა დაკავებული. ძირითადად მცირე ცხოვლებს (ტკიპების და მწერების) იკვლევს ტროპიკულ ტყეებში და სხვა ჰაბიტატებში, სამხრეთ, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. *cbarreto@uwo.ca; †orcid.org/0000-0003-2859-021X

ზოი ლინდო  
დრ. ზოლი ლინდო არის ნიადაგის ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემის ფუნქციონირების მიმართულების ექსპერტი. იგი ინტენსიურად მუშაობდა კანადის ტყებში, მათ შორის ალბერტას შტატის შერეულ ტყეებში, ქვებეკის ტაიგაში, ბრიტანეთის კოლუმბიის ზომიერი კლიმატის ტყეებსა და ონტარიოს ჭაობებში. მისი ზოგადი ინტერესები. მისი კვლევების მიზანია, ადამიანის მიერ გამოწვეული ცვლილებების გამო ბიომრავალფეროვნების გაქრობის შემცირება, ასევე კანადის ტყეების და ნიადაგის ეკოსისტემების ფუნქციონირების შენარჩუნება. ის აღწერს თავის თავს როგორც ბიომრავალფეროვნების სპეციალისტს რომლის კვლევის სფერო მიცავს თანასაზოგადოებების ეკოლოგიას, ნიადაგის ეკოლოგიას და ტაქსონომიას. †orcid.org/0000-0001-9942-7204

მთარგმნელი

ლევან მუმლაძე
დრ. ლევან მუმლაძე არის ზოოლოგი და ეკოლოგი, რომელიც იკვლევს საქართველოს და კაკვკასიის ცხოველთა მრავალფეროვნებას, სახეობების გავრცელებას და ეკოლოგიას. მისი კვლევის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტებია ლოკოკინები, ტკიპები და თევზები. †orcid.org/0000-0002-2172-6973

FUNDING (TRANSLATION)

The team Translating Soil Biodiversity acknowledges support of the German Centre for integrative Biodiversity Research (iDiv) Halle-Jena-Leipzig funded by the German Research Foundation (DFG FZT 118, 202548816).

CITATION (TRANSLATION)

This is an open-access article distributed under the terms of the Creative Commons Attribution License (CC-BY 4.0). The use, distribution or reproduction in other forums is permitted, provided the original author(s) and the copyright owner(s) are credited and that the original publication in this journal is cited, in accordance with accepted academic practice. No use, distribution or reproduction is permitted which does not comply with these terms.

Recommended citation format: Barreto C and Lindo Z (2025) Armored Mites, Beetle Mites, or Moss Mites: The Fantastic World of Oribatida. (Georgian translation: Levan Mumladze). Translating Soil Biodiversity & Front. Young Minds. Originally published in 2020, doi: 10.3389/frym.2020.545263

Diese Seite teilen:
iDiv ist ein Forschungszentrum derDFG Logo
toTop